რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონიდან ჩვეულებრიც ფუნქციონირებაზე გადავიდა. საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკა მწვავე პაციენტებს მიიღებს. თავართქილაძის თქმით, კლინიკაში კარანტინის ზონაში მყოფი პაციენტები სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს და მხოლოდ 12 მათგანი რჩება რესპუბლიკურში, რადგან მათ სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
კლინიკაში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა დღეს დაახლოებით 8 პაციენტის ანალიზს გამოიკვლევა იგეგმება.