ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება "ემერჯენს ცენტრი".
მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვინც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავს, პირველ რიგში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართოს. სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოდან მოხდება პაციენტების საჭიროებისამებრ გადამისამართება იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი.