რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ორი დაჭრილი სკოლის მოსწავლე შეიყვანეს - Palitra News

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ორი დაჭრილი სკოლის მოსწავლე შეიყვანეს

2018-01-31 20:24:56+04:00

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაჭრილი მოზარდები თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.

რა მდგომარეობაში არიან დაჭრილი სკოლის მოსწავლეები - ექიმის პირველი კომენტარი