რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი ინფიცირებული პაციენტი გუშინ მიიღეს და ის მათ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის დედაა.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლოეს დღეებში 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.