სამოქალაქო აქტივისტები და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები სოლოლაკში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. "გახარია წადი", "რუსეთი ოკუპანტია" - ამ მოწოდებით მათ მანქანებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. მანქანების კოლონის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც წავიდა. აღნიშნულით, ისინი 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.