თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა.პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.