საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილი არხის იმ თანამშრომლებს შეხვდა რომელთაც ანაზღაურების ახალი წესის შესახებ შეტყობინება მიიღეს. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მოითხოვს, ანაზღაურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით წარმოქმნილ კითხვებზე პასუხების მიღებამდე შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი.
როგორც ცნობილია, 150-მდე თანამშრომელს აცნობეს, რომ საათობრივი ანაზღაურება ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს 4 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რათა ხელმძღვანელობის ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ.მაუწყებლის თანამშრომლების ამ ნაწილის შეფასებით, ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემა ბუნდოვანია და გაურკვეველია.