ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად გარკვეული საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ არის. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა გააკეთა. სამსახურის რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია. ამასთან, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოცხადებული 10-დღიანი მორატორიუმი ახალი რეგულაციის მიღებამდე გაგრძელდება.