ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ, ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკული საშუალება მეტანფეტამინის ყველაზე დიდი რაოდენობა ამოიღო. მელბურნში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 903 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. პრესკონფერენციაზე პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამოღებული ნარკოტიკების საერთო ღირებულება 679 აშშ დოლარამდეა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 2 მამაკაცი. ნარკოტიკების სამალავი მელბურნში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში იყო.