14:48
18 აგვისტო, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
რეკლამის ჰიტები
რეკლამები, სადაც სიყვარულის ისტორიებია მოთხრობილი
15-02-2019

მაშინ, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი 14 თებერვალს ვალენტინობას აღნიშნავს, ფეხბურთის მოყვარულები ამ დროს მნიშვნელოვან საფეხბურთო მატჩს ელოდებიან. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, სიყვარულის დღეს, რეალ მადრიდსა და პარი სენ-ჟერმენს (პსჟ) შორის მნიშვნელოვანი თამაში გაიმართება. სამაუწყებლო არხ beIN Sports-მა გადაწყვიტა შეხვედრის ანონსი ვალენტინობის სტილში გაეკეთებინა და სააგენტო DDB-სთან ერთად, სახალისო, ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. ფაქტია, რომ მათთვის, ვისაც ფეხბურთიც უყვართ და თან გვერდით საყვარელი ადამიანიც ჰყავთ, 14 თებერვალი სერიოზულ თავსატეხად იქცა.

ვალენტინობა ცნობილი ბრენდებისთვის მორიგი არაჩვეულებრივი საშუალებაა თავის გამოსაჩენად. განსაკუთრებული შემოთავაზებები, არაჩვეულებრივი სიურპრიზები… თუმცა, არიან ბრენდები, რომლებიც მომხმარებელს გაცილებით უფრო მეტს სთავაზობენ. მაგალითად, ავიაკომპანია Air New Zealand. ბრენდი ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, პირველ რიგში, იმას უსვამს ხაზს, რომ ვალენტინობა არამხოლოდ შეყვარებულების, არამედ, სიყვარულის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შეყვარებული, მეგობარი, ოჯახის წევრი, თუ მეზობელი. მთავარია, მომხმარებელმა ბრენდს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან სურს ვალენტინობის შეხვედრა და ორიგინალურად ახსნას რატომ, დანარჩენზე Air New Zealand–ი თავად იზრუნებს.

Extra” კომპანია Wrigley-ს მიერ წარმოებული პირველი უშაქრო საღეჭი რეზინია , რომელიც გაყიდვაში 1984 წელს გამოვიდა  და დიდი პოპულარულობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. Extra -მ თავის ახალ ვიდეო რგოლში გადაიღო სიყვარულის ისტორია სახელწოდებით ” The Story of Sarah & Juan”, რომელიც ორი უფროსკლასელის ერთი ნახვით შეყვარების ამბავს მოგვითხრობს. Extra-ს საღეჭ რეზინს მათი სიყვარულის ისტორიაში განსხვავებული და დიდი ადგილი უკავია. ვიდეო რგოლს ფონად Halery Reinhart -ის “I can’t help falling in love” ადევს, რაც უფრო მეტად ემოციურს ხდის რგოლს.   ნახეთ და შეაფასეთ

რenault-ი ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სახალისო, ანიმაციურ სარეკლამო ვიდეორგოლს აქვეყნებს. ფოსტალიონისა და მშვენიერი ადრესატის ერთი ნახვით დაწყებული სიყვარულის ისტორია, ამასთან მავნე, ხელისშემშლელი ძაღლი – ასეთია სააგენტო Publicis-ის მიერ მომზადებული ვიდეოს სიუჟეტი. უცნაურია, მაგრამ ეს Renault-ის პირველი ანიმაციური ვიდეორგოლია, რომელიც კომპანიამ თავისი ელექტრო ავტომობილის Z.E-სთვის შექმნა.

AutoPlay
"გადაარჩინე სამსახურზე მიჯაჭული მეგობარი"; "ეთამაშე პირლოს - თვალს პირველი ვინ დაახმახამებს?" - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
03-08-2019
ძალიან სწრაფი სავარძელი მოგზაურობისთვის - Virgin-ის კამპანია; რა მოაქვს შენთვის მოგზაურობას? - China Airlines-ის კამპანია - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
20-07-2019
კურიერი, რომელსაც შეკვეთა ნამდვილ ფილმებში მიაქვს; მნიშვნელოვანი და ემოციური ოჯახური მომენტები - ნახეთ ორიგინალური სარეკლამო რგოლები
13-07-2019
ვერაფერი შეედრება ნიროს! - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
06-07-2019
როგორ ავარიდოთ თავი ზედმეტ გადასახადს?; რა არ მოსწონთ ტურისტებს იაპონიაში? - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
29-06-2019
წიგნი, რომელიც მთლიანად ბალახისგან შეიქმნა - კრეატიული სარეკლამო რგოლები
22-06-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები