05:28
12 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
რეჯიპ ტაიპ ერდოღანი - აღმოსავლეთში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი
29-10-2019

ულამაზესი და უძველესი სტამბული გეპატიჟებათ ბოსფორზე დასასვენებლად. თურქული პლაჟები, რომელიც 4 ზღვას მოიცავს გთავაზობთ დასვენებას ნებისმიერ გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობაზე. თურქეთის ტურისტული მიმზიდველობის მიღმა, არც თუ ისე მარტივი პროცესები იმალება. რეჯიფ ტაიპ ერდოღანის მმართველობის პერიოდში, ქვეყანა, სულ უფრო და უფრო მიექანება დიქტატურისკენ. 2018 წლის ივნისში მან ვადამდელი არჩევნები მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა პრეზიდენტი.

ასე ვთქვათ, დემოკრატია თურქულად, საერთოდ განსხვავებული ცნებაა. გამარჯვების საპრეზიდენტო საჩუქარი ხალხს სახელმწიფო დეკრეტი გახლდათ, რის შედეგადაც 18 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, შეწყდა 12 სახალხო ორგანიზაციის ფუნქციონირება, მათ შორის 3 გაზეთისა და 1 სატელევიზიო არხის. მათი მთავარი ბრალი კი - მთავრობის კრიტიკა და განსხვავებული შეხედულებები გახლდათ.

ამ ცოდნამ მას მისცა საშუალება პატარა პოლიტიკოსიდან ერთპიროვნულ მმართველად გადაქცეულიყო. დღესდღეისობით მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და ეს ყველაფერი, არამარტო თურქეთში. ერდოღანი, ცალსახად, აღმოსავლეთ რეგიონში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და ამასთანავე თავისუფალი, დამოუკიდებელი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები