თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში "ეროვნული სოლიდარობის კამპანია" დააფუძნა და შემოწირულობის სახით საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტარებმა კამპანიის ფარგლებში 5,2 მილიონი თურქული ლირის (791 000 აშშ დოლარი) ოდენობის შემოიწრულობა გაიღეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კამპანიის მიზანი იმ დაბალშემოსავლიანი ადამიანაების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო ეკონომიკურად დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით თურქეთში კორონავირუსის 10 827 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 168 ადამიანი.