ბაიდენისგან განსხვავებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე უარყოფითადაა განწყობილი თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანმა, გაუსვა საბერძნეთის დამოკიდებულებას თურქეთისა და ნატოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მეორედ შეცდომის დაშვების სურვილი არ აქვს. მანვე განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში თავშესაფარს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის წარმომადგენლები პოულობენ.