თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, ავღანეთიდან მომავალ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ.
„თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს,“- აღნიშნა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ანკარამ ირანთან საზღვრის გასწვრივ, რომელიც ავღანელი მიგრანტებისთვის თურქეთში შესვლის ძირითადი მარშრუტია, შესაბამისი ზომები მიიღო.
ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს შეუძლია ჩაერთოს მოლაპარაკებებში „თალიბანის“ მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან “საერთო დღის წესრიგის" განსახილველად.