ვერავინ აიღებს პალეტინის მიწებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოანმა ამერიკელი მუსლიმებისადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
"კვლავ ვიმეორებ, ალ-ქუდსი და ალ-შარიფი, სამი რელიგიის წმინდა ადგილი და ჩვენი პირველი ქიბლაა. ეს ყველა მუსლიმისთვის, მსოფლიოს მასშტაბით წითელი ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს", - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, გლობალურმა მცდელობამ, სამართლიანობის, მშვიდობის და წესრიგის დამყარების დროს, წარუმატებლობა დიდი ხნის წინ განიცადა.
"ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ, რომ ისრაელი იწყებს ოკუპაციის და ანექსიის პროექტის განხორციელებას, რომელიც არაფრად აგდებს პალესტინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო კანონმდებლობას", - განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, გასული წლის ნოებერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.