თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ცდილობს რეგიონში ნეგატიური პროცესები აღარ განვითარდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.
მისი თქმით, თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის არსებობას მართებულად არ მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას განახორციელებს.
„ვწუხვართ რეგიონში განვითარებული ომის კლიმატის გამო. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოფთ ბატონ პუტინსა და ბატონ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრას,“- აღნიშნა ერდოღანმა.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად და რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსი და უკრაინელი კოლეგები, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის თურქეთში მიიწვია.