18:50
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ანკარას მოთმინება იწურება, დღეიდან ჩვენც ვიმოქმედებთ!
29-01-2020

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სირიის ლიდერის ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბზე განხორციელებული თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ ანკარას მოთმინება იწურება. მისი თქმით, თურქეთი დამატებით ზომებს მიიღებს.

"სამწუხაროდ, რუსეთი არ ემორჩილება ასტანისა და სოჭის შეთანხმებებს. ჩვენ აქამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ჩვენც ვიმოქმედებთ. ეს მუქარა არ არის, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ რუსეთი რეჟიმს სათანადო გაფრთხილებას მისცემს", - განაცხადა ერდოღანმა. მან რუსეთს დამოკიდებულების შეცვლისკენაც მოუწოდა.

"რუსეთმა პროცესი სხვაგვარად უნდა განაგრძოს. ისინი გვეუბნებიან, რომ ტერორისტებს ებრძვიან. ვინ არიან ტერორისტები? ის ადამიანები, ვინც თავიანთ მიწებს იცავენ?" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სირიის სამთავრობო ძალები, რუსული ავიაციის დახმარებით ქვეყანაში მეამბოხეთა უკანასკნელი გამაგრების ადგილს, იდლიბს უტევენ. გავრცელებული ინფორმაციით, იდლიბის მიმდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე სამთავრობო ძალების ხელშია.

AutoPlay
ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია კომპანიებს, თუ როგორ უნდა დაიცვან თანამშრომლები კორონავირუსით ინფიცირებისგან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საპარლამენტო უმრავლესობა ზვიად კუპრავას ცემის ფაქტს აფასებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ზვიად კუპრავას გამოკითხვის პროცესი გრძელდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები