რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედროები ნატოს მედლებით დაჯილდოვდნენ ცერემონიალს საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშიდობო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.