რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს - Palitra News

რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს

2021-07-17 11:55:02+04:00

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის მსმენელებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს. სწავლების დასკვნით ეტაპზე რეინჯერებმა AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან სტატიკური პარაშუტის ხტომა ტვირთითა და იარაღით განახორციელეს.

საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა რეინჯერების ხტომა დადებითად შეაფასეს. 3 კვირის განმავლობაში ნატოს სტანდარტის სამხედრო სპეციალისტის პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 30 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა.

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა.