ლონდონში ტერაქტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რეიდები დაიწყეს. უკვე დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალი ლონდონის ტერაქტთან კავშირში ედებათ.პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში დააკავეს. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ემბერ რუდის თქმით, დიდი ალბათობით ლონდონის ხიდზე ტერაქტი, რადიკალმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყეს.
ასევე იხილეთ:
6 დაღუპული და ათობით დაშავებული - ლონდონის ტერაქტის ღამის ქრონიკა
პანიკა და არეულობა: რა ხდებოდა ლონდონის ხიდთან ერთ-ერთ ბარში თავდასხმის შემდეგ?