რეიდები ღამის კლუბებში - დაწესებულებებს პოლიცია პოლიცია ამოწმებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის მიერ მიცემული დავალების თაობაზე პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. ”საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემების მიმართ ცოტა უფრო მეტად აქტიური მუშაობა ყოფილიყო. ასეთი მუშაობა მიმდინარეობს. ამას მაინცა და მაინც რეიდების სახე არა აქვს, მაგრამ გარკვეული პრევენციული მუშაობა მიმდინარეობს.”, - აცხადებს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი. გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა. პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ გარკვეულ ღამის კლუბში სწორედ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.