აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით რეიდები დაიწყეს. რეიდების ფარგლებში ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯილიან კრისტენსენმა განაცხადა, რომ ამ რეიდების მიზანია, არალეგალი დამნაშავეების დაკავება და რომ მსგავსი რეიდები რეგულარულად ტარდება. დაკავებები განხორციელდა ექვს შტატში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიც არის ატლანტა, ჩიკაგო, ნიუ-იორკი და ლოს ანჯელესი. გასული კვირის განმავლობაში 160 პირი დააკავეს.