რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკის განმეორებითი შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნას მოგვიანებით გაავრცელებენ.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით იმყოფებოდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისმა დასკვნამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს და გაირკვეს წარმოადგენს თუ არა კლინიკა რეალურად რომელიმე პაციენტისთვის საფრთხეს.