რეგულირების სააგენტოს კომისიამ კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს."კლინიკა "თერჯოლამედში" გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რეგულირების სააგენტოს კომისია დღეს დილიდანვე იწყებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.