ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი თქვენი მიღებულია და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატთა ნაწილის კრიტიკას იმას დაკავშირებით, რომ მთავრობის წევრები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს პარლამენტში არ მივიდნენ.