რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2018 წელს სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში 1 661 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.მინისტრის თქმით, 2018 წელს, ჯამში 1200-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერი მამუკა ბახტაძეც. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ და დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა დონორებს, პარტნიორებს და სამშენებლო კომპანიებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.