მოკლე ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს. განსახილველ საკითხებს შორის არის რეგიონული კონფლიქტები და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და თურქეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა იშვიათად ხდება, თუმცა ახლო აღმოავლეთისა და ჩრდილო აფრიკის რეგიონებში მზარდი დაძაბულობა ორივე ქვეყნისთვის შეშფოთების საგანია. გერმანიის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ლტოლვილების ახალი ნაკადის შესაძლო მოზღვავებაა.