ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ მათ პროტესტის ნიშნად ვარდების სკვერში კარავი გაშალეს. სოც მუშაკები სისტემაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებსა და თანამშრომელთა დამატებას ითხოვენ. მათი თქმით აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ და ქობულეთის ფილიალის უფრისმა თემურ ჭანტურიშვილმა თანამშრომლებზე ზეწოლა მოახდინეს და აქციიის მოწყობის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ზეწოლასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს განცხადებით უკვე მიმართეს. სოციალური სამსახურის მუშაკების პროტესტი გრძელდება ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები წერეთლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები გააჟღერეს. სოცმუშაკების აქცია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები შეუერთდნენ.