რეგიონებში, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია აქტიურად გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. აღინიშნა, რომ კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში რეკრუტებს კვებია, სამხედრო ფორმა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება ექნებათ.
რიგითის საწყის ხელფასი 1177 ლარი იქნება, რაც წლის ბოლომდე ეტაპობრივად 1275-ტ ლარამდე გაიზრდება. ანაზღაურება იმატებს წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით.
მნიშვნელოვანია, რომ პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ხელზე ერთჯერად დანამატს - 5 000 ლარს მიიღებენ. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.