რეგიონების გუბერნატორები აბაშაში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს ეწვივნენ. მათი განხილვის თემა აზიური ფაროსანა იყო. გუბერნატორებმა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებისგან ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს. დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ეცნობა. ამერიკელი მეცნიერის შეფასებით, მდგომარეობა და მოსახლეობის მიდგომა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეცვლილია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ცივი შესხურებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით 611 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული.