სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია თბილისში, კახეთსა და აჭარაში განხორციელდა.
კერძოდ, გასულ წელს, დედაქალაქში 912 მილიონ 232 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მას მოსდევს კახეთი 199 მილიონ 700 ათასი დოლარით. მესამე ადგილზე კი აჭარა გავიდა, სადაც ინვესტიციების მოცულობამ 198 მილიონ 94 ათასი დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს მილიარდ 310 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 %-ით მეტია.