"აკვარიუმი" რუსი მწერლის, მეცნიერის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ვიკტორ სუვოროვის წიგნი. ჟანრი ავტობიოგრაფიული რომანი. წიგნის ავტორი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, შვეიცარიის რეზიდენტურის თანამშრომელი იყო, მან ინგლისს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამ ფაქტის გამო ის ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადეს და სიკვდილი მიუსაჯეს. აკვარიუმში მოთხრობილია რეალური ჯაშუშური ისტორიები, სადაც ფარდა ეხდება საიდუმლოებითა და მითებით მოცულ "სამხედრო დაზვერვის" სისტემას, სტრუქტურასა და მოქმედების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ რომანი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მასში ავტორმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა.