სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც სურსათს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს. მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა.