მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ფრანჩესკო ტოტი საქართველოში გასამართი საქველმოქმედო მატჩის წინ განასაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.
ფეხბურთელმა რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსლეში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: Great to see you all together! Ready for tomorrow's game!
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.„GFF XI”მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსიმცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძენახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილითავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი„მსოფლიოს XI”მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდამცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადონახევარმცველები: ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონეთავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიომატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.წყარო: http: gff.ge