"საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება, საქართველოს 8 148 მოქალაქეს შეეხო. რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 23 ქვეყნიდან დააბრუნეს. ყველაზე მეტი, საქართველოს 2 993 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი, საფრანგეთი, ავსტრია და შვედეთი.