2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.
დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 3.7 პროცენტით, ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე - 2.3 პროცენტით, თევზეულზე - 2.1 პროცენტით, ასევე რძეზე, ყველზე და კვერცხზე - 1.1 პროცენტით გაიზაარდა. ამასთან ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე - 1 პროცენტით.
საანგარიშო პერიოდში ფასები 15.6 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოს ნაწარმზე. საქსტტის ცნობით, ასევე 2.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე.