რძის მწარმოებელთა ასოციაციაში ნედლი რძის წარმოების შემცირებაზე საუბრობენ. კახაბერ კონიაშვილის თქმით, არცერთი ლიტრი ჯანსაღი რძე, რომელიც საქართველოში იწარმოება, გასაყიდი არ რჩება. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, წარმოება მაინც დაბალია.
ექსპერთტა ნაწილი, ნედლი რძის წარმოების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მერძეული საქონლის რაოდენობის სიმცირეს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შემცირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ აღრიცხული იყო 965 ათასი მსხვილფეხა საქონელი, რაც 14 ათასით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა 979 ათასს შეადგენდა.