რჩეულიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი, რუსთავის მერიამ, დროებით სასტუმროში განათავსა. სასტუმრო "გრანდ ვეჯინში“ შესახლებული ოჯახები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოინახულა. როგორც მერმა განაცხადა, მერია მათ მაქსიმალურად დაეხმარება.
რჩეულიშვილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლი პირველ სართულზე გაჩნა, შემდგომ კი მეორე სართულზეც გავრცელდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.