17:02
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რაზეა დამოკიდებული მელიას ხელმძღვანელობით "ნაციონალების“ ფრაქციის ფორმირება
12-01-2017

ნიკა მელიას ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების საკითხი დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიციასა და გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩებიან ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. პალიტრანიუსის ინფორმაციით, ამ დრომდე გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმცირესობის წევრი აზერ სულეიმანოვი. თუკი ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩება, ამ შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში, მას ფრაქცია არ ექნება. რამდენიმე დღის წინ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩებოდნენ დეპუტატები გიორგი ტუღუში და რამაზ ნიკოლეიშვილი, თუმცა როგორც დღეს გაირკვა, ისინი პარტიიდან გასულთა რიგებს შეუერთდნენ.

AutoPlay
თბილისში დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს - მეუფე ნიკოლოზი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აქცია რუსთაველის გამზირზე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანში საწვავზე ფასის მატების გამო გამართულ აქციას 2 ადამიანი ემხვერპლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარიზში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის წევრებმა აქციების დაწყებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თბილისში დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები