07:06
3 მარტი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რაზე უჩიოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოქალაქეები 2020 წელს
23-02-2021

2020 წელს მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 926 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 120 საჩივრით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. პანდემიამდე მისო-ების მიმართ სებ-ში ათას 46 საჩივარი დაფიქსირდა.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2020 წელს შესული საჩივრებიდან 390 ჯარიმებსა და ვადაგადაციელულ საკომისიოებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 307 განაცხადით; 87 განაცხადით კი სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 926 საჩივრიდან 450 უსაფუძვლოდ; 420 განაცხადი - საფუძვლიანად იქნა მიჩნეული; 12 განაცხადის განხილვა ისევ მიმდინარეობს; 44-ის შემთხვევაში კი, განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები