გერმანელი მეცნიერების განცხადებით, ადამიანის გულისცემის სიხშირესთან დაკავშირებულია ბევრი დაავადებისადმი მიდრეკილება, მათ შორის ისეთი დაავადებების აღმოცენება, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და სიმსივნური პათოლოგია.პულსი გულის შეკუმშვათა ამსახველია და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან მარკერს წარმოადგენს - აღნიშნავენ მიუნხენის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათი დასკვნით გულისცემის სიხშირის ცვლილება ორგანიზმის ფუნქციობის დარღვევებთან პირდაპირ კორელაციაშია. შესაბამისად, გულისცემის სიხშირის მიხედვით შესაძლებელია ბევრი პათოლოგიის განსაზღვრა, მათ შორის მძიმე დაავადებებისაც.