გერმანელი მეცნიერების განცხადებით, ადამიანის გულისცემის სიხშირესთან დაკავშირებულია ბევრი დაავადებისადმი მიდრეკილება, მათ შორის ისეთი დაავადებების აღმოცენება, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და სიმსივნური პათოლოგია.პულსი გულის შეკუმშვათა ამსახველია და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან მარკერს წარმოადგენს - აღნიშნავენ მიუნხენის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათი დასკვნით გულისცემის სიხშირის ცვლილება ორგანიზმის ფუნქციობის დარღვევებთან პირდაპირ კორელაციაშია. შესაბამისად, გულისცემის სიხშირის მიხედვით შესაძლებელია ბევრი პათოლოგიის განსაზღვრა, მათ შორის მძიმე დაავადებებისაც.კერძოდ, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ თუ პულსის სიხშირე აღემატება ნორმას, ეს ინფარქტის მანიშნებელია. ერთ-ერთი შესწავლით ისიც დასაბუთებულია, რომ
გულისცემის აჩქარება გარკვეულწილად შაქრიანი დიაბეტის განვითარების ნიშანიცაა. როდესაც გულისცემის სიხშირე 30%-ით მცირდება, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ონკოლოგიური პათოლოგია აღმოცენდეს - აცხადებენ გერმანელი სპეციალისტები მრავალწლიან დაკვირვებებზე დაყრდნობით.შეგახსენებთ, რომ პულსის სიხშირის ნორმული მაჩვენებლები მჭიდრო კავშირშია ადამიანის სქესთან და ასაკთან. ახალშობილს აჩქარებული გულისცემა აქვს,რაც მისთვის სრულიად ნორმალური და ფიზიოლოგიურია, დროთა განმავლობაში ასაკის მატებასთან ერთად პულსის სიხშირე კლებულობს, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებთან კი გულისცემის სიხშირე კვლავ იმატებს. არსებული მონაცემების მიხედვით უშუალოდ სიკვდილის წინ პულსი მკვეთრად ჩქარდება და შესაძლოა წუთში 160-საც კი გაუტოლდეს.