05:46
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რაზე იზრდება ჯარიმა და პასუხიმგებლობა - ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო
08-05-2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, ცვლილებებით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები 2021 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება. მეორე კანონპროექტით კი, რომელიც უკვე ამოქმედდა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად წვრილმანი ხულიგნობა– გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა კი - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. ამასთან, ამ ტიპი სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა გამოიწვევს - დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დარღვევის განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს - დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ამ ტიპის დარღვევაზეც პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

AutoPlay
ბოლნისში მკვლელობა მოხდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 37 მილიონ ადამიანს უტარდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გვინეაში ებოლას მეორე ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ანრი ოხანაშვილი - მოვისმინეთ კელი დეგნანის განცხადება, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან - მთავარია, ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები