ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის ექვსივე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მან დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს. რამიშვილის მტკიცებით, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი კონტროლის დროს ციანიდი ვერ აღმოაჩინა. დეკანოზის დაკავებიდან 9 საათის შემდეგ კი ბარგში ეს ნივთიერება იპოვეს, რაც ლოგიკური არ არის.