ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია.მისივე ინფორმაციით, უწმინდესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას. ვაშაძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ შეხვედრისთვის დრო გამონახა. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდნენ.
იხილეთ:
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდნენ