ჭავჭავაძის N 82-ში ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე და 6-ის გადარგვაზე. ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ავრცელებს. მათი განმარტებით, შპს "მესხი" საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზირ N82-ში - 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას - ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ხეების მოჭრის ნებართვას ითხოვდა.
"საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა მხოლოდ 8 ხის მოჭრაზე, გადარგვის ნებართვა კი 6 ხეზე გაიცა. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.