2017 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12,3 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდა განპირობებული იყო გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0,6 პროცენტით ზრდით, რაც ინდექსის ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,49 პროცენტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე, აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. ამასთან, ფასები შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე.