2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 0.7 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. კერძოდ, ფასები გაიზარდა - ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილსა და ყურძენზე, ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე ფასები შემცირდა.
1.4 პროცენტით გაიზარდა ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში. უფრო კონკრეტულად, ტანსაცმელზე 1.7 პროცენტიანი, ფეხსაცმელზე კი 1.1 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ცნობით, აპრილში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასებმა 0.7 პროცენტით მოიმატა. ჯგუფში ფასების 2.8 პროცენტიანი მატება ღამის გასათევით მომსახურებაზე დაფიქსირდა.