2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წინა თვეში ივლისთან შედარებით, ფასები 1,5%-ით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე კი ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
ფასები შემცირდა ასევე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჯგუფშიც. კერძოდ, ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე მინუს 1,3 პროცენტიანი, ხოლო ტანსაცმლის ქვეჯგუფზე მინუს 1,1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.