10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. წლიური ანგარიში სახალხო დაცველმა წარადგინა. ანგარიშის მხიედვით, მთავარ გამოწვევად კვლავ პოლიციის მიერ დაკავებისას ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საკითხი რჩება. ნანუაშვილის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო განხილვის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების აღმოფხვრა. სახალხო დამცველის თქმით, პრობლემები კვლავ რჩებოდა ზოგადად უმცირესობების კუთხით. განსაკუთრებით პრობლემები იყო როგორც ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, ასევე პრობლემა იყო იმ მიმართულებით, რომ გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების რაოდენობა და ამ კონტექსტში უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების ფაქტი დაასახელა.